Belive

პელემ მოსაზრება შეიცვალა - რონალდუ თუ მესი?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თვეების წინ პელემ საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა, თუმცა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ ახლა ლეო მესი მიიჩნია.
Gazzetta dello Sport-თან საუბრისას 79 წლის გინესის რეკორდსმენმა არგენტინელი 10-იანის საუკეთესო მხარეებზე ისაუბრა: "ის ყველა დროის საუკეთესოა. მესი ძალიან ტექტიკური მოთამაშეა, შესანიშნავად აკეთებს ასისტებს, გადაცემებს, იტანს გოლებს და ანხორციელებს დრიბლინგებს. იმ შემთხვევაში, თუ მე და ლეო ერთ გუნდში ვიქნებოდით, მოწინააღმდეგეები შეშინებულები არამხოლოდ ერთი, არამედ ორივე ფეხბურთელით იქნებოდნენ. დღესდღეობით მესი ყველაზე შემდგარი ფეხბურთელია. იყო დრო, როდესაც თითოეული ქვეყნიდან 2-3 საფეხბურთო კულტურის მქონე მოთამაშეს დაასახელებდი. ეუსებიო, ანტონიო სიმოესი, იოჰან კრუიფი, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა, გარინჩა, დიდი - რამდენი შემეძლო მეთქვა? ძალიან ბევრი იყვნენ. ახლა კი ასეთი ჯამში 2 ან 3 გვყავს. მესი, რონალდუ და შემიძლია დავასახელო ნეიმარი, რომელმაც ჯერჯერობით ვერ მოახერხა ბრაზილიაში დიდებული ფიგურა გამხდარიყო,"- თქვა პელემ.

სხვა სტატიები