Belive

პელეს ოფიციალურ ინსტაგრამზე გოლების რაოდენობა შეასწორეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ, სერია A-ს მე-15 ტურის მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ "უდინეზესთან" დუბლი შეასრულა და კარიერაში მას ოფიციალურად 758 გოლი დაუგროვდა. აღნიშნული შედეგით პორტუგალიელი ყველა დროის მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "იუვენტუსის" ვარსკვლავმა გუშინდელი გოლებით პელეს გაასწრო, რომარიოსა და იოზეფ ბიცანის პოზიციებამდე კი რონალდუს არც თუ ისე ბევრი აშორებს. პელეს შედეგის გაუმჯობესების შემდეგ, ბრაზილიელი ლეგენდის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გოლების რაოდენობა შეასწორეს. მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონის შემდეგ წერია, რომ 1,283 გოლით  ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი პელეა. როგორც ჩანს, ბრაზილიაში უჭირთ იმის აღიარება, რომ ლეგენდარული პელეს რეკორდი გაუმჯობესებულია.

Pelé has upgraded his Instagram bio. Looks like Cristiano Ronaldo and Leo Messi still have a long way to go 👀⚽️Posted by ESPN FC on ორშაბათი, 04 იანვარი, 2021

სხვა სტატიები