Belive

პენალტი და სახალისო რეაქცია - როგორი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა გალასათარაის მატჩში (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში "გალასათარაიმ" შინ "კაისერისპორი" მიიღო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის 62-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა მუგდატ ჩელიკმა ძალიან უცნაურად ითამაშა. 30 წლის ფეხბურთელმა "კაისერისპორის" საჯარიმოში ხელით ორჯერ ითამაშა, რამაც "გალასათარაის" პენალტი მოუტანა. ჩელიკის რეაქცია საკუთარი ქმედების შემდეგ ასევე სახალისო გამოდგა.

იხილეთ ვიდეო:

აღსანიშნავია, რომ მუგდატი 18/19 წლების სეზონში სწორედ "გალასათარაიში" თამაშობდა. თურქმა ფეხბურთელმა ყოფილ გუნდს კი დაუმტკიცა, რომ გაშვებას ნამდვილად იმსახურებდა.

სხვა სტატიები