Belive

პენალტის აცილების მიუხედავად, პეპმა მაჰრეზი არ გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი ენფილდზე, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართა. მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, თუმცა 90 წუთის განმავლობაში მაყურებელმა დინამიური ფეხბურთი და არაერთი სახიფათო მომენტი იხილა. მატჩის კულუმინაცია 86-ე წუთზე შედგა, როდესაც რიად მაჰრეზმა 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა - ალჟირელმა ფეხბურთელმა მთელი ძალით დაარტყა და ბურთი ალისონის კარს გადააცილა. მანჩესტერულ გუნდს, "ჩელსისთან" და "ლივერპულთან" ერთად, 8 თამაშში 20 ქულა აქვს მოგროვებული. იმის მიუხედავად, რომ "სიტიმ" მაჰრეზის აცილებული პენალტის გამო 2 ქულა დაკარგა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას "ლესტერის" ყოფილი ფეხბურთელი არ გაუკრიტიკებია. "მოგება გვსურდა და მეტოქეს არაფერში ჩამოვრჩით, თუმცა ფრე კარგი შედეგია. რაც შეეხება მაჰრეზის პენალტს, იგი ვარჯიშებზე 11-მეტრიან დატყმებს იდეალურად ასრულებს, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება. პენალტებს "სიტიში" აგუერო ასრულებს, თუმცა იგი ამ დროს მოედანზე არ იმყოფებოდა. გასულ წელს "ენფილდზე" დავმარცხდით, წელს ფრე ვითამაშეთ. ასე რომ, მომავალ წელს უნდა მოვიგოთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები