Belive

პენალტის გატანის შემდეგ, ზლატანმა რონალდუს დასცინა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია ა-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში "მილანი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. "სან სიროზე" გამართული მატჩი "მილანის" დრამატული ქამბექით დასრულდა. გაშვებული ორი ბურთის შემდეგ, "როსონერის" ფეხბურთელებმა სასწაულის ჩადენა შეძლეს. საბოლოოდ, მატჩი "მილანის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. ერთ-ერთი გოლის ავტორი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა - შვედმა ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. პენალტის შესრულებამდე, ზლატანზე შემოქმედება კრიშტიანუ რონალდუმ სცადა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, "ბიანკონერის" კიპერს უთხრა, რომ ის ზლატანს იცნობდა და პენალტის მოგერიებას შეძლებდა. იბრაჰიმოვიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა, რონალდუს კი პასუხად ირონიული ღიმილი დაუბრუნა.

სხვა სტატიები