Belive

პეპ გუარდიოლა სიტიდან მიდის?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ესპანელი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა გუნდიდან წასვლაზე ალაპარაკდა.  გუარდიოლამ თავის მომავალზე ისაუბრა და ის იტალიის "სერია ა"-ს დაუკავშირა. ესპანელ სპეციალისტს კონკრეტულად არაფერი უთქვამს. ინგლისურ გუნდთან პეპს კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. 47 წლის სპეციალისტს ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო კარიერა "ბარსელონაში" ჰქონდა. კატალონიელებმა მისი თავკაცობით ყველაფერი მოიგეს. ესპანეთის შემდეგ პეპი გერმანიაში გადაბარგდა და მიუნხენის "ბაერნი" ჩაიბარა, სადაც სამი სეზონი დაჰყო და ჩემპიონთა ლიგის გარდა იქაც ყველაფრის მოგება შეძლო. გერმანიიდან კი პეპმა 2016 წელს "სიტისგან" შემოთავაზება მიიღო და დათანხმდა. ამ გუნდის რიგებში "პრემიერლიგა" მოიგო. საინტერესოა, იტალიის "სერია ა"-ში რომელი გუნდის მომზადება დაევალება ესპანელ სპეციალისტს.

სხვა სტატიები