Belive

პეპ გვარდიოლა აგუეროზე: "ამ საკითხზე საუბარი არ მსურს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პსეპ გვარდიოლამ სერხიო აგუეროს გარშემო არსებული სიტუაცია შეაფასა - არგენტინელი შესაძლოა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს. "აგუეროსთან კონტრაქტის გახანგრძლივება? მე არ ვიცი. არ მსურს ამაზე ლაპარაკი, რადგან ამ პროცესში არ ვარ ჩართული. მე რომ კონტრაქტების საკითხს ვაგვარებდე, მაშინ დღე-ღამე 48 საათი უნდა გრძელდებოდეს და არა - 24.  მხოლოდ ის მინდა, რომ სერხიო ფორმაში იყოს. მინდა ის დაბრუნდეს და რაც შეიძლება მომზადებული იყოს. ის ძალიან გვენატრება. რაც მან კლუბისთვის გააკეთა, გამორჩეულია. ის კლუბის ლეგენდა იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ გვსურს დატკბეთ მისი თამაშით, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობაზე", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ აგუერო ტრავმის გამო სულ მცირე ორ კვირას გამოტოვებს.

სხვა სტატიები