Belive

პეპ გვარდიოლა: "ამ შეკითხვას უკვე 250-ჯერ ვუპასუხე" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგაში გუნდის გამარჯვების შანსებზე ისაუბრა. "ვფიქრობ, ამ კითხვას უკვე 250-ჯერ ვუპასუხე. ჩვენ შევეცდებით მოვიგოთ, როგორც ამას ყოველწლიურად ვცდილობთ . მნიშვნელოვანი იყო ტურნირის დაწყება საშინაო გამარჯვებით. სახლში გამარჯვება ყველაზე მთავარია. ხვალ მეორე მატჩს ჩავატარებთ. ჩვენც გვინდა ტურნირის მოგება. ეს ოცნებაა, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია ჯგუფიდან გასვლა. პირველი მატჩი რთული იყო, მეორე კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან სტუმრად, საფრანგეთში თამაში გველის. ეს არის გამოწვევა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ წინსვლა გავაგრძელოთ", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. 27 ოქტომბერს, "მან სიტი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მარსელის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები