Belive

პეპ გვარდიოლა: "დორტმუნდში გამარჯვებისთვის მივდივართ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც "მანჩესტერ სიტიმ" დორტმუნდის "ბორუსიას" - 2:1 აჯობა, ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, კომენტარი გააკეთა.
"დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ტრადიციული კლუბია, რომელსაც ამ ტურნირზე თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. ამიტომაც მათ კარგად იციან თუ რა უნდა გააკეთონ. კარგია, რომ ჩვენ გერმანიაში სათამაშოდ სასურველი ანგარიშით მივდივართ. ჩვენ დორტმუნდში მატჩის მოსაგებად მივდივართ. დღევანდელი შეხვედრის პირველ ნახევარში ბურთის ფლობის ასპექტში გონივრულად არ ვმოქმედებდით. მეორე ტაიმი უკეთესი იყო და ჩვენ 2-3 რეალური საგოლე ეპიზოდი შევქმენით. იმისათვის, რომ სასურველი ფეხბურთი ვითამაშოთ, უკეთ შეწყობილი თამაშის ჩვენება გვჭირდება. მომდევნო კვირას, ამის კიდევ ერთი შანსი გვექნება", - თქვა 50 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.
საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს, "სიგნალ იდუნა პარკზე" შედგება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები