Belive

პეპ გვარდიოლა: ძლიერ დაცვას ველოდით, თუმცა ატლეტიკომ ბოლოს 5-5-0 სისტემით ითამაშა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მადრიდის "ატლეტიკოს" მინიმალური სხვაობით დამარცხების (1:0) შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.
"თანაბარი, რთული მატჩი გამოვიდა. "ატლეტიკომ" იცის დაცვა და კონტრშეტევებზე სახიფათოდ თამაში - ეს ძალიან რთული იყო ჩვენთვის. მნიშვნელოვანია მოთმინება. ამას ველოდით, მაგრამ მოგვიანებით 5-5-0 სქემით დაიწყეს თამაში -  თავდამსხმელების გარეშე. როცა ასეთი დაცვის წინაშე თამაშობ შესაძლოა გოლის გასატანად 100 წელი დაგჭირდეს, თუმცა მნიშვნელოვანია მოთმინება და მუშაობის გაგრძელება. საპასუხო შეხვედრა ასეთი ტიპის იქნება - პირველ გოლამდე", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
ამ წყვილის საპასუხო შეხვედრა მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", 13 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები