პეპ გვარდიოლა ენფილდზე დამარცხდა

100
ნახვა

ესპანელი მწვრთნელი აცნობიერებს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მარცხის შემდეგ ძალიან გაუჭირდება პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა.

იურგენ კლოპის გუნდმა დამსახურებულად დაამარცხა “მანჩესტერ სიტი” და ახლა მეორე ადგილოსან “ლესტერს” 8 ქულით უსწრებს , ხოლო სხვაობა პეპის გუნდთან 9 ქულამდე გაიზარდა. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებით “ლივერპულმა” სატურნირო ცხრილში საგრძნობლად განიმტკიცა პოზიცია.

12 ტურის შემდეგ “სიტი” მეოთხე ადგილზე იმყოფება. სანაკრებო პაუზის დროს კატალონიელთა ყოფილ თავკაცს მოუწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოასწოროს პრემიერ ლიგაში მისი გუნდის მდგომარეობა.

მასპინძელთა მხრიდან თავი გამოიჩინეს ფაბინიომ , მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ, ხოლო სტუმართა რიგებიდან მხოლოდ პორტუგალიელმა ბერნარდო სილვამ შეძლო გოლის გატანა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა მკაფიოდ დააფიქსირეს გვარდიოლას საუბარი. ესპანელი თვლიდა , რომ მისი გუნდი მინიმუმ ორ თერთმეტმეტრიანს იმსახურებდა.

იურგენ კლოპთან ხელის ჩამორთმევის შემდეგ , პეპმა მაიკლ ოლივერს ცინიკურად მიაძახა “დიდი მადლობა”. ვნახოთ მოყვება თუ არა ამას რაიმე შესაბამისი სასჯელი.


შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გვარდიოლა აგრესიულად მიიჭრა გვერდით მსაჯთან და მასაც ორ არ დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე მსუბუქად რომ ვთქვათ მიუთითა


ესპანელ მწვრთნელს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მატჩი ჰქონდა . ბოლო პერიოდში პეპს აშკარად უჭირს ენფილდზე გუნდის მოტივირება.

მატჩის შემდეგ გვარდიოლამ “Sky Sports”-თან ინტერვიუში აღნიშნა , რომ მარცხის მიუხედავად მაინც კმაყოფილია საკუთარი გუნდის თამაშით.

(100)

პეპ გვარდიოლა ენფილდზე დამარცხდა

სტატიის ავტორი
-