Belive

პეპ გვარდიოლა: "ერთი ჭიქა კარგი ღვინო დავიმსახურე"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, რომელიც 18 იანვარს 50 წლის გახდა, "კრისტალ პალასთან" გამარჯვების შემდეგ, (4:0) მისი გუნდის თამაშით კმაყოფილება არ დამალა. "ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების მაღალი კლასის, მათი საქმისადმი ერთგულების და შედეგზე ორიენტირების დამსახურებით მოდის. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, "კრისტალ პალასს" საშინაო კედლებში ვერ ვუგებდით, მაგრამ დღეს საოცარი თამაში გვქონდა. ამით რაიმე გზავნილის გაჟღერება არ მსურს. ოთხშაბათს "ასტონ ვილასთან" შეხვედრა გველის. ჩვენ უნდა განვვითარდეთ მატჩიდან მატჩამდე. რამდენიმე კვირის წინ, ცხრილში "ლივერპულს" საკმაოდ ჩამოვრჩებოდით, მაგრამ შემდეგ რამდენიმე მატჩი მოვიგეთ. ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც გვჭირდებოდა. ახლა ერთი ჭიქა კარგი ღვინის დალევის უფლება მაქვს, მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ "ასტონ ვილაზე", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. "ქალაქელებს" პრემიერლიგაში 17 ჩატარებული მატჩის შემდეგ 35 ქულა აქვთ მოგროვებული და მესამე პოზიციას იკავებენ. პეპის გუნდს, მასზე წინ მყოფ "ლესტერსა" და "მანჩესტერ იუნაიტედზე" მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, გვარდიოლას გუნდი ერთპიროვნულად გალიდერდება.

სხვა სტატიები