Belive

პეპ გვარდიოლა: "გუშინ ცუდი დღე გვქონდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინდელი მარცხის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "სიტი" კარაბაოს თასის ნახევარფინალში გასვლას არ იმსახურებდა.

"ქალაქელები" აშკარად შორს იყვნენ მათი საუკეთესო ფორმისგან. პეპს შედეგთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონდა და თქვა, რომ "საუთჰემპტონმა" ეს გამარჯვება დაიმსახურა.

"საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა. ისინი უკეთესები იყვნენ. ცუდი ღამე გვქონდა და კარგად ვერ ვითამაშეთ. თუ რამეს მოვიგებ, მინდა დავიმსახურო და დღეს ასე არ იყო. "საუთჰემპტონმა" დაიმსახურა ამ შეჯიბრის ნახევარფინალში გასვლა." - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ

პრემიერ ლიგასა და ასოციაციის თასზე "ჩელსისთან" შეხვედრების შემდეგ, "სიტი" კარგად გამოიყურებოდა. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ლონდონელებთან გამარჯვების შემდეგ, დიდი კონტრასტი იყო.

"სიტის" წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის. 14 იანვარს "ქალაქელები" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან. ესპანელი თავკაცის განცხადების მიხედვით ჩანს, რომ მისი გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია:

"ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მატჩი მოვიგოთ."

მანჩესტერული დერბი შაბათს, 16:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები