Belive

პეპ გვარდიოლა ლეროი სანეს შესახებ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად შესაძლო ტრანსფერებზე მსოფლიო სპორტულ მედიაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო კომენტარი კეთდება, ერთ-ერთი მათგანი ამ შემთხვევაში პეპ გვარდიოლაა, რომელიც ლეროი სანეს შესაძლო "ბაიერნში" გადაბარგებას გამოეხმაურა. გერმანულმა კლუბმა ინგლისელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი დოლარი შესთავაზა, ხოლო თავად ფეხბურთელთან ყველანაირი დეტალი შეთანხმებული აქვს, რომლის თანახმადაც სანე "რეკორდმაისტერს" 5-წლიან კონტრაქტზე მოუწერს ხელს.
"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ლეროი ჯერჯერობით ჩვენი ფეხბურთელია. არ ვიცი ის ამ ზაფხულს დატოვებს კლუბს თუ მომდევნო ზაფხულს, მაგრამ ამჟამად "სიტის" რიგებში ირიცხება" "იმ შემთხვევაში თუ სანე გადავა, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ამოვავსოთ მისით მიღებული დანაკლისი - გაბრიელ ჟეზუსს, ფილ ფოდენსა და რაჰიმ სტერლინგს შეუძლიათ მის პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე, თამაში" "სანე ამჟამად ერთადერთია, ვინც შესაძლოა გუნდი დატოვოს, თუმცა იმ ფეხბურთელებზეც უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა ვინც წასვლას არ გეგმავს - უმეტესი მათგანი, მიუხედავად გაცდენილი პერიოდისა, შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენ საკმაოდ დიდი გეგმები და მიზნები გვაქვს"  "გუნდის წარმატებას, ამა თუ იმ ფეხბურთელის რომელიმე კლუბში გადასვლას და ყველანაირ საინტერესო დეტალს სეზონის დასრულებისთანავე ყველა ერთად გავიგებთ" , - აცხადებს გვარდიოლა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" კორონავირუსის შემდეგ პირველი შეხვედრა უკვე ჩაატარა, მათი მეტოქე ლონდონის "არსენალი" გახლდათ, რომელთანაც ანგარიშით - 3:0 იმარჯვეს. ამჟამად "ქალაქელები" პრემიერ ლიგის ცხრილში 60 ქულით მეორე ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები