Belive

პეპ გვარდიოლა: "ყველა შემდგომი თამაში ფინალია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ლივერპულთან მოგებამ ჩვენ თავდაჯერებულობა შეგვმატა. ვიცოდით, რომ წაგების შემთხვევაში ყველაფერი დამთავრდებოდა. ისინი ჩვენ 10 ქულით გაგვასწრებდნენ და დაწევა წარმოუდგენელი იქნებოდა. ახლა სხვაობა 4 ქულაა და ჯერ ყველაფერი წინ არის. მიმდინარე პრემიერლიგა ძალიან დაძაბულია. ტოტენჰემი ფეხდაფეხ მოგვყვება, ბოლო მატჩებში მანჩესტერ იუნატედი ათამაშდა" გვარდიოლამ ბერნარდო სილვას თამაშიც შეაფასა, რომელმაც 13 კილომეტრი ირბინა - "მას ყველაფერი შეუძლია. მე არ მინახავს მსგავსი შემოქმედებითი ფეხბურთელი. ორივე გუნდმა ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით და ყველაფერი წინ არის".

სხვა სტატიები