Belive

პეპ გვარდიოლა: "თუ ეს კომპონენტი არ გავაუმჯობესეთ, დიდ გუნდებთან დავისჯებით"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი, ლისაბონის "სპორტინგი" - 5:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ შეხვედრა შეაფასა და მის გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ზოგიერთმა ფეხბურთელმა უხარისხო ფეხბურთი აჩვენა, ბურთი ადვილად დავკარგეთ, მაგრამ ჩვენი დღევანდელი გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია, რომ პირველ შვიდ წუთში დავინახეთ, რამდენად კარგია "სპორტინგი". დამიჯერეთ, გუნდებს შორის სხვაობა - 0:5 არ არის. ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი წესია, როცა ბურთი გაქვს, ეცადე არ დაკარგო. უმეტეს შემთხვევებში ჩვენ ბურთი დავკარგეთ. როდესაც ეს ხდება ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ, თქვენ მათ აძლევთ კონტრშეტევის შანსს. ჩვენ ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. ვის შეუძლია სიტის დამარცხება? "ლივერპულს". ჩემპიონატში ექვსი ქულით ჩამოგვრჩებიან. ბოლო სეზონებში "ლივერპული" ჩვენი მთავარი მეტოქე იყო. ისინი ყოველთვის სადღაც ირგვლივ არიან. როგორც ტკივილი უკანალში. "ლივერპული" შესანიშნავად თამაშობს ევროპულ შეჯიბრებებში", - თქვა 51 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.
ინგლისური კლუბის მხრიდან გოლების გატანა რაჰიმ სტერლინგმა, რიად მაჰრეზმა, პოლ ფოდენმა და ბერნარდო სილვამ (2) გაიტანეს. საპასუხო შეხვედრა ამ გუნდებს შორის 10 მარტს, მანჩესტერში, "ეტიჰადზე" გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები