Belive

პეპ გვარდიოლამ კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ არ იცის, თუ რამდენ ხანს დარჩება დაკავებულ თანამდებობაზე. "სეზონის ამ ნაწილში ნამდვილად ბედნიერი ვარ. წარმოუდგენლად მსიამოვნებს, რომ ამ კლუბში ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ წარმატების მიღწევას.  თუმცა, არ მინდა შორეულ პერსპექტივებზე ვიფიქრო, ახლა ამის დრო არ არის. მე მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვარ კონცენტრირებული. მინდა, რომ ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ, რადგან "ჩელსისთან" მატჩის ბოლო 15-20 წუთი ძალიან რთული აღმოჩნდა. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ და აქცენს დარჩენილ შეხვედრებზე ვაკეთებ", - თქვვა ესპანელმა სპეციალისტმა. ინგლისის პრემიერლიგაში, 31 ტურის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდს 63 ქულა აქვს და მისთვის ერთადერთ ინტრიგას მეორე ადგილის შენარჩუნება წარმოადგენს. სამაგიეროდ, ესპანელის გუნდი ასოციაციის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში კვლავ იმყოფება.

სხვა სტატიები