Belive

პეპ გვარდიოლამ მოურინიო დაიცვა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ერთ-ერთმა პირველმა სცადა პორტუგალიელი სპეციალისტის დაცვა. "მე მის მხარეს ვარ. მენეჯერები ყოველთვის მარტო ვართ. კლუბები გვიკავშირდებიან და ჩვენგან მოგებას ელიან, როდესაც სასურველ შედეგს ვერ იღებენ ყველაფერი ჩვენ გვბრალდება. როდესაც მსგავსი რამ ხდება მე ყოველთვის იმ მწვრთნელების პოზიციას ვიზიარებ, რომელთაც გუნდიდან უშვებენ - ზუსტად მესმის, თუ რას გრძნობენ ისინი." "ყოველთვის მწვრთნელის პოზიციას ვიზიარებ. ჩვენ მარტოები ვართ და მთელი პასუხისმგებლობა ჩვენს კისერზეა. ჟოზე გენიალური მწვრთნელია, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს. იგი ძალიან მალე დაბრუნდება დიდ ფეხბურთში", - აღნიშნა გვარდიოლამ.

სხვა სტატიები