პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

პრემიერლიგის 23-ე ტურში ,,საუთჰემპტონმა” ,,მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ეს მატჩი ,,ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელისთვის, პეპ გვარდიოლასთვის ისტორიული გამოდგა – ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისის ჩემპიონატში 500 ქულის მოგროვება 213 თამაშში შეძლო, რაც პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

პეპმა ჟოზე მოურინიოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 500 ქულის მოსაგროვებლად 231 მატჩი დასჭირდა.

პრემიერლიგის 23 ტურის შემდეგ, ,,მანჩესტერ სიტი” 57 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ლივერპულს” 12 ქულით უსწრებს (მერსისაიდელთა ანგარიშზე ორით ნაკლები მატჩია).


პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა 1

პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-