Belive

პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
49 წლის ესპანელმა სპეციალისტმა პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ გამოცემასთან ინტერვიუში სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა. გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა "ბარსელონაში" დაიწყო, 4 წლის განმავლობაში მან კატალონიელებისგან ნამდვილი მონსტრი შექმნა, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველსათვის ურთულესი იყო. "ბარსაში" მუშაობის პერიოდში გვარდიოლამ გუნდს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, ლა ლიგა 3-ჯერ, კოპა დელ რეი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი კი 3-ჯერ მოაგებინა. შემდეგ იყო მიუნხენის "ბაიერნი", სადაც პეპმა ასევე წარმატებულად იმუშავა. გერმანიაში მუშაობის პერიოდში  ბუნდესლიგა 3-ჯერ, გერმანიის თასი კი 2-ჯერ მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე "რეკორდმაისტერთან" ერთად ნახევარფინალურ ეტაპს ვერ გასცდა. ახლა კი გვარდიოლა "სიტის" მთავარი მწვრთნელია და ბოლო წლებში მისი გუნდი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ყოველთვის ითვლება. გვარდიოლამ განაცხადა, რომ მან შეიცვალა აზრი სამწვრთნელო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით. 
"რა თქმა უნდა, ასკათან ერთად უკეთესი სპეციალისტი გავხდი. გამოცდილება გეხმარება, განსაკუთრებით ჩემს პროფესიაში. ადრე მიმაჩნდა, რომ კარიერას მალე დავასრულებდი, მაგრამ ახლა აზრი შევიცვალე. უკვე 50 წლის ვარ, ეს მშვენიერი ასაკია მწვრთნელისთვის, ასე რომ, კარიერის დასრულებაზე აღარ ვფიქრობ".
18 იანვარს გვარდიოლას 50 წელი შეუსრულდება. უკვე 13 წელია, რაც პეპის სამწვრთნელო კარიერა გრძელდება. გვარდიოლას 700-ზე მეტი მატჩი მოუგროვდა სხვადასხვა კლუბების სათავეში.

სხვა სტატიები