Belive

პეპ გვარდიოლამ სიტის ჩავარდნაზე ისაუბრა და პარალელი ბარსელონასთან გაავლო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ბოლო დროინდელ კრიზისზე ისაუბრა.
"ჩავარდნაზე საუბარი ზედმეტია. გუნდი ყველა შეხვედრას ვერ მოიგებს. ჩვენ უბრალოდ არ გაგვიმართლა რიგ მომენტებში. "ბარსელონაში" მუშაობისას ერთხელ ზედიზედ ოთხი მატჩი წავაგეთ. ახლა არ უნდა ვიფიქროთ "ლივერპულის" მიღწევაზე. მთავარია მომდევნო დაპირისპირებაზე ვკონცენტრირდეთ. წინ "საუთჰემპტონია" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" "პრემიერლიგის" ბოლო ორი შეხვედრა წააგო და მესამე ადგილზე დაქვეითდა. ლიდერ "ლივერპულს" უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები