Belive

პეპ გვარდიოლამ სიტის სატრანსფერო გეგმები გაამხილა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, "ასტონ ვილასთან" გასამართი, ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის გადადებული მატჩის წინ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ქალაქელების" შესაძლო შენაძენებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში ტრანსფერს აღარ გააკეთებს. "ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენ ახალ ტრანსფერებს არ გავაკეთებთ. მენეჯმენტთან ეს არ განგვიხილავს, მაგრამ "მანჩესტერ სიტი" 2020/21 წლების სეზონს იმ ფეხბურთელებით დაასრულებს, რომლებიც ახლა ჰყავს. "სიტის" 17 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 35 ქულა აქვს დაგროვილი, მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ, თანაქალაქელ "მანჩესტერ იუნაიტედს" 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა მთავარ მეტოქეზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და გათამაშების პოტენციური ლიდერია.

სხვა სტატიები