Belive

პეპ გვარდიოლამ ზინჩენკოს მომავალზე ისაუბრა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ უკრაინელი მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო, უახლოეს მომავალში კლუბს არ დატოვებს. "მან ახლახანს კვლავ ტრავმა მიიღო. არადა, ის სულ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაშავდა და ორი ან სამი კვირის გამოტოვება მოუწევს. დარჩება "მანჩესტერ სიტიში?" დიახ!", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. ცნობილია, რომ უკრაინის ნაკრების ტალანტს ფეხის კუნთის დაზიანება აქვს, რის გამოც ის მოედანზე გასვლას სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ფეხბურთელის დამატებით "ბარსელონა" ინტერესდებოდა. "ქალაქელების" შემადგენლობაში "ზინჩენკომ" 68 მატჩი ჩაატარა, 2 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები