Belive

პეპ გვარდიოლას და სიტის შვიდ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდათ 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ესპანელ სპეციალისტს ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომელშიც მისი გუნდი "სვიდონ თაუნის" წინააღმდეგ ითამაშებს. როგორც COVID19-ზე ჩატარებულმა გამოკვლევის პასუხმა აჩვენა, 50 წლის მწვრთნელი და მისი ასისტენტი, ხუანმა ლილო ინფიცირებულები არიან. ასევე ინფიცირებულია გუნდის კიდევ 21 წევრი, აქედან 14 პერსონალის წევრია, ხოლო 7 ფეხბურთელი, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სვინდონში ​ გასამართ შეხვედრაში "სიტის" პეპ გვარდიოლას ასისტენტი როდოლფო ბორელი უხელმძღვანელებს.

სხვა სტატიები