Belive

პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსმა იმსხვერპლა. 82 წლის დოლორს სალა კარიოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ Twitter-ზე გავრცელდა.
"პეპის დედის გარდაცვალებით განადურებულები ვართ. მანჩესტერ სიტისთან დაკავშირებული თითოეული ადამიანი იზიარებს პეპის, მისი ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას," აღნიშნულია განცხადებაში.
პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პეპი როგორც ფულადი, ასევე საინფორმაციო გზით არის ჩართული. მარტის ბოლოს, სამედიცინო პერსონალისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობით მომარაგებისთვის, გვარდიოლამ €1 მილიონი გაიღო. ასევე, გვარდიოლამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იგი გულშემატკივრებს სახლში დარჩენისკენ და იზოლაციის დაცვისკენ მოუწოდებდა. პეპის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის გამოსავლის პოვნა მხოლოდ მეცნიერებისა და ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით იყო შესაძლებელი. 6 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 135,032 შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიამ ესპანეთში 13,055 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები