Belive

პეპე, დემბელე... მონაკო გაძლიერებას გეგმავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
France Football-ის ინფორმაციით, ფრანგული "მონაკოს" ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებას მნიშვნელოვნად გეგმავს - გუნდი ლიგა 1-ში ჩატარებული 18 შეხვედრის შედეგად მე-19 პოზიციაზეა და სულ რაღაც 13 ქულა აქვს მოპოვებული. ცნობილია, რომ "მონაკოს" სამიზნე პორტუგალიელი მცველი პეპეა, რომელიც "ბეშიქთაშიდან" წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. ასევე, ფრანგული საფეხბურთო გუნდის წევრი შეიძლება გახდეს ესპანელი ნახევარმცველი, დენის სუარესი, რომელსაც "ბარსელონაში" სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. ფრანგული მედია იტყობინება, რომ ნახევარდაცვაში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად, "მონაკომ" თვალი "ტოტენჰემის" ნახევარმცველს, მუსა დემბელესაც დაადგა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება და ფრანგებს მისი გაფორმება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლიათ. ტიერი ანრის ხელმძღვანელობით, "მონაკომ" 14 მატჩი გამართა, სადაც გუნდმა მხოლოდ 3 მოგება მოიპოვა (2 ფრე, 9 მარცხი; 9 გატანილი და 25 გაშვებული გოლი).

სხვა სტატიები