Belive

Sky Sport - პეპე რეინა ლაციოს ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Sky Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეპე რეინა "ლაციოს" ფეხბურთელი გახდა. ესპანელი მეკარე, კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მომდევნო სეზონში, რეინა "ლაციოს" ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა რომაულმა კლუბმა, მაგრამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 2018 წელს მილანს შეუერთდა, თუმცა ჯანლუიჯი დონარუმას კონკურენცია ვერ გაუწია და ჯამში "როსონერის" მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა. 2019 წლის ზაფხულში, რეინა "ასტონ ვილას" იჯარის წესით შეუერთდა და სეზონის დასრულების შემდეგ იგი კვლავ იტალიაში დაბრუნდა.

სხვა სტატიები