Belive

პეპმა განმარტა, თუ რატომ არ დარბის მესი მთელი მატჩის განმავლობაში

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ, ლეო მესის საქციელს ორიგინალური ახსნა მოუძებნა. კატალონიელი სპეციალისტი "ბარსელონას" 2008-12 წლებში წვრთნიდა - იმ დროს, როდესაც ლეო მესიმ "ბლაუგრანა" ახალ მწვერვალზე აიყვანა და ევროპის დომინანტ კლუბად აქცია. უკანასკნელ წლებში, მესი მოედანზე სირბილის ნაცვლად სიარულის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკეს. პეპმა განმარტა, თუ რატომ არ დარბის მესი მთელი მატჩის განმავლობაში.
"ის დადის. სწორედ ეს მომწონდა ყველაზე მეტად. მიუხედავად იმისა, რომ არ დარბის - მესი თამაშს არ ეთიშება და ბოლომდეა მასში ჩართული. ის მუდმივად ამოძრავებს თავს მარჯვნივ და მარცხნივ - მარცხნივ და მარჯვნივ. მესი აკვირდება და ზუსტად იცის რა უნდა მოხდეს - პარალელურად მუდმივად მოძრაობს. მესი არ დარბის მაგრამ ყოველთვის აკვირდება და მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარს ხედავს. ის გრძნობს დაცვის სუსტ მხარეებს და ყოველთვის პოულობს ყველაზე სუსტ წერტილს. 5-10 წუთში მესის თვალებსა და ტვინში ცარიელი სივრცეებისა და იდეალური გადაადგილების რუკა უკვე დახატულია. ეს ყველაფერი ჯუნგლებში გადარჩენას ჰგავს. მან იცის, რომ თუ დაიკავებს იმ პოზიციას, შესატევად უკეთესი პლაცდარმი ექნება", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.
 

სხვა სტატიები