Belive

პეპმა მანჩესტერში £460.000-ის ღირებულების ავტომობილები დააზიანა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2016 წელს, მანჩესტერში გადასვლის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ £460.000-ის ღირებულების ავტომობილები დააზიანა. 2016 წლიდან "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ავტოსაგზაო ინციდენტების შედეგად 4 ძვირადღირებული ავტომობილი დააზიანა. The Sun-თან საუბარში გვარდიოლასთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა: "ყველამ იცის, რომ გვარდიოლა არც ისე კარგი მძღოლია. მანჩესტერში გადსმოვლის შემდეგ, უკვე მოასწრო 4 მანქანის დაზიანება. პეპმა Range Rover-ში დიზელის ნაცვლად ბენზინი ჩაასხა და დააზიანა Bentley. პეპი პროფესიონალია და უამრავ საქმეს ბრწყინვალედ ასრულებს მაგრამ მანქანის მართვა მისი ძლიერი მხარე არაა. მანჩესტერის ქუჩებში მანქანის მართვა განსაკუთრებით უჭირს და რამდენიმე ინციდენტიც მოუხდა." პეპ გვარდიოლას მიერ დაზიანებულ ავტომობილებს შორის მოხვდა: Mercedes GLE (£80.000) Range Rover (£150.000) Bentley GTX700 (£200.000)  Mini Cooper (£30,000).

სხვა სტატიები