Belive

პერესი: იოვიჩის შეძენა "ახალი რეალის" დასაწყისია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12 ივნისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სერბი ფეხბურთელი, ლუკა იოვიჩი წარადგინეს - “სამეფო კლუბმა” ახალგაზრდა ტალანტი 60 მილიონ ევროდ გაიფორმა. გასულ სეზონში, "რეალმა" ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო - გუნდმა 2 მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, 19 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ "ბარსელონას," "ელ კლასიკოში" კი სამარცხვინო მარცხები იწვნია. გუნდის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის შეფასებით, იოვიჩის გუნდში მისვლა ახალი ეპოქის დასაწყისი გახდება. ჩვენ ახალ პროექტს ვიწყებთ. გასულ სეზონში მივიღეთ შედეგები, რომელსაც არ ველოდებოდით. რეალი არასოდეს ნებდება და ამას აუცილებლად დაამტკიცებს. 5 წელიწადში, გუნდმა 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც უნიკალური შედეგია, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, გულშემატკივარი გამარჯვებით კვლავ გავახაროთ," განაცხადა პერესმა. იოვიჩის გარდა, მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე, "რეალმა" ედენ აზარი ("ჩელსი") და ედერ მილიტაო ("პორტო") შეიძინა. ამას გარდა, "რეალი" ფრანგული "ლიონის" მარცხენა მცველის, ფერლანდ მენდის შეძენასაც ცდილობს და დიდი ალბათობით, ტრანსფერი წარმატებით განხორციელდება. ლუკა იოვიჩმა "რეალთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა: "მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერს ვიზამ, რომ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო," განაცხადა 21 წლის ფორვარდმა.

სხვა სტატიები