პერესი: “მადრიდის რეალი ამერიკაში არ ითამაშებს”

მადრიდის „რეალის“ მფლობელი ფლორენტინო პერესი გუნდის ამერიკულ შეხვედრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

ოფიციალურად მიღწეულია შეთანხმება, რომ ლა ლიგის რამდენიმე შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. მაგალითად, 2018/19 წლების სეზონში “ჟირონასა” და “ბარსელონას” შორის დაპირისპირება ამერიკაში, კერძოდ მაიამის ჰარდ როკ არენაზე გაიმართება.

71 წლის ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ „ბლანკოსი“ ლა ლიგის შეხვედრებს ამერიკაში არ ჩაატარებს.

როგორც პერესი აცხადებს უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მადრიდის რეალი საშინაო შეხვედრებს ამერიკაში არ გამართავს გახლავთ სანტიაგო ბერნაბეუ – „დედამიწაზე საუკეთესო სტადიონი“, – სწორედ ასეთი სიტყვებით ამკობს იგი საკუთარი კლუბის საშინაო არენას.

ასევე პერესმა მოიწვია საერთო კრება, რომ განეხილათ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე რეკონსტრუქციები, რომელიც დაახლოებით 525 მილიონი ევრო დაჯდება – ეს ფაქტი კიდევ უფრო ამტკიცებს იმ აზრს რომ სამეფო კლუბი საშინაო მატჩების მაგივრად ამერიკულ ტურნეს არც ახლა და არც მომავალში არ განიხილავს.

(707)

პერესი: “მადრიდის რეალი ამერიკაში არ ითამაშებს”

სტატიის ავტორი
-