Belive

პერესი: "რაული და კასილასი რეალის ისტორიაში უდიდესი თაღლითები არიან"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, იკერ კასილასსა და რაულ გონსალესს "კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითები" უწოდა - ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა ძველი, 2006 წლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც პერესი "რეალის" ლეგენდებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მალავს. რაული და კასილასი "რეალს" ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკოსის მშენებლობის პერიოდში დაემშვიდობნენ და კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელეს. გუნდის გულშემატკივარი თვლიდა, რომ ლეგენდები გუნდისგან მეტ დაფასებას იმსახურებდნენ და მათი წასვლის მიზეზი ბუნდოვანი იყო. ახლა კი, ესპანურმა გამოცემამ, El Confidencial-ის სკანდალურ ჩანაწერში ვისმენთ, რომ პერეს კასილასისა და რაულის გუნდში გაჩერება განსაკუთრებით არ სურდა.
"კასილასი იმ დონის ფეხბურთელი არაა, რომ რეალის მეკარე იყოს, მეტი რა გითხრათ? მას ასეთ დონეზე არასოდეს უთამაშია. ძალიან დიდი შეცდომაა ის, რომ გულშემატკივარი მას აღმერთებს და მასთან კონტაქტი სურს. მას განსაკუთრებით იცავენ და ამისი მიზეზი ჩემთვის უცნობია. ის რეალის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი თაღლითია. ასეთივე რამეს ვიტყვი რაულზეც - თაღლითებს შორის, რაული პირველ ადგილზეა, კასილასი კი მეორე პოზიციას იკავებს. რაული ფიქრობს, რომ რეალი მას ეკუთვნის და ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს. რაულს და მის აგენტს დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ გუნდი წარმატებას ვერ აღწევს. ჩემს წასვლას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რაული იყო. ახლა ის ფიქრობს, რომ კარიერის დასრულებამდე რეალში ითამაშებს. ის ნეგატიური ადამიანია, ანადგურებს გუნდს და ეს ფეხბურთელებზე აისახება. ხალხი კი ფიქრობს, რომ რეალის ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ, რაული კი არა. ის წარმოუდგენლად ცუდი ადამიანია", - ამბობს პერესი ჩანაწერში.

ჩანაწერის გავრცელებიდან სულ ცოტა ხანში, მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდზე ფლორენტინო პერესის განცხადება გამოქვეყნდა.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველაფერს ნათელი მოეფინოს: გამოქვეყნებული ციტატები ხოსე ანტონიო აბელანმა ჩუმად ჩაიწერა. წლების განმავლობაში, იგი ჩანაწერების გაყიდვას უშედეგოდ ცდილობდა. ძალიან მიკვირს, რომ ამდენი დროის შემდეგ, ჩანაწერი El Confidencial-მა გამოაქვეყნა. ჩანაწერში მოცემული ციტატები არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. ვიაზრებ იმას, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება პირდაპირ არის კავშირი იმასთან, რომ მე სუპერ ლიგის დაარსება მსურდა. დღეიდან, ეს საქმე ჩემს ადვოკატებს გადაეცემათ, რომლებიც საპასუხო ქმედებისთვის ემზადებიან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რაულმა "რეალი" 2010 წელს, 18-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა. კრიშტიანუ რონალდუს მოსვლამდე, 323 გოლით, იგი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო "შალკეში", "ალ სადსა" და "ნიუ იორკ კოსმოსში" თამაშის შემდეგ, მან სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და ამჟამად, "რეალ მადრიდ კასტილიას" მთავარი მწვრთნელია. თავის მხრივ, კასილასმა კარიერა "პორტოში" გააგრძელა და "ბუცების ლურსმანზე" ჩამოკიდება 2020 წელს, გულის პრობლემების გამო მოუწია. ამჟამად კი, კასილასი "მადრიდის რეალის" ფონდში საქმიანობს.

სხვა სტატიები