Belive

პერესი: "რონალდუ იდიოტია, მოურინიო კი არანორმალური"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთში ფლორენტინო პერესის ჩანაწერების გავრცელება გრძელდება: კასილასისა და რაულის "უდიდეს თაღლითებად" მოხსენიების შემდეგ, ამჯერად პერესის სამიზნეში კრიშტიანუ რონალდუ და ჟოზე მოურინიო მოხვდნენ. აუდიო ფაილებს კვლავ El Confidencial-ი ავრცელებს, რომლის წინააღმდეგაც, ფლორენტინო პერესი სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ჩანაწერი, სადაც "რეალის" პრეზიდენტი პორტუგალიელების შესახებ საუბრობს, 2012 წლის ოქტომბერშია გაკეთებული.
"რონალდუ გიჟია, ნამდვილი იდიოტი, ავადმყოფი. ზოგს ჰგონია, რომ მისი ქმედებები ნორმალურია, მაგრამ ეს ასე არ არის", - ამბობს პერესი.
პერესის თქმით, რონალდუსა და მოურინიოს ძალიან დიდი ეგო აქვთ, რომელიც რეალობას მნიშვნელოვნად არის აცდენილი.
მოურინიო რონალდუს ვერ აკონტროლებს. იმავეს თქმა შეიძლება მოურინიოზე - ის უკონტროლოა. ორივე მათგანს საშინელი ეგო აქვს და რეალობის ზუსტად დანახვა არ შეუძლიათ. ორივე მათგანი არანორმალურია, ისინი საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობას იწვევენ. რომ არა მათი თვისებები, ორივე მათგანს გაცილებით მეტი ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლიათ", - ისმის ჩანაწერში.

fabio-coentrao-cristiano-ronaldo-real-madrid_19zssm0pxpy2m1bzawoz70h47e

პერესის სამიზნეში არამარტო რონალდუ და მოურინიო, არამედ ასევე კიდევ ერთი პორტუგალიელი, ფაბიუ კუენტრაუც მოხვდა.
"კუენტრაუ კიდევ ერთი უგუნური ადამიანია, რეალში კი ასეთები იკარგებიან. ამ მომენტში, კუენტრაუ შეშინებულია, მასზე წნეხი მოქმედებს", - ამბობს პერესი.
გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პერესის პოზიცია ასეთია:
გამოქვეყნებული ციტატები ხოსე ანტონიო აბელანმა ჩუმად ჩაიწერა. წლების განმავლობაში, იგი ჩანაწერების გაყიდვას უშედეგოდ ცდილობდა. ძალიან მიკვირს, რომ ამდენი დროის შემდეგ, ჩანაწერი El Confidencial-მა გამოაქვეყნა. ჩანაწერში მოცემული ციტატები არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. ვიაზრებ იმას, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება პირდაპირ არის კავშირი იმასთან, რომ მე სუპერ ლიგის დაარსება მსურდა. დღეიდან, ეს საქმე ჩემს ადვოკატებს გადაეცემათ, რომლებიც საპასუხო ქმედებისთვის ემზადებიან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე იხილეთ - პერესი: “რაული და კასილასი რეალის ისტორიაში უდიდესი თაღლითები არიან”

 

სხვა სტატიები