Belive

პერესი: "ზიდანი ღვთის წყალობაა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის მტკიცებით, ზიდანი ღვთის წყალობაა. "მასთან ერთად უამრავ ტიტულს დავეუფლეთ და მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთანაა. ვიმედოვნებ კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებას შევძლებთ. ზიდანს "რეალთან" განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს." "მან გადაწყვიტა, რომ წლის განმავლობაში დაესვენა - ახლა განახლებული ენერგიითა და შემართებით დაგვიბრუნდა. ზიდანი ღვთის წყალობაა", - აღნიშნა ფლორენტინო პერესმა.

სხვა სტატიები