Belive

პერესმა დაადასტურა, რომ რამოსს წასვლა უნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, სერხიო რამოსს ზაფხულში გუნდის დატოვება სურს. როგორც ჩანს, "ბლანკოსის" კაპიტანს ჩინური გუნდები ეპატიჟებიან. "სერხიო და მისი აგენტი შემხვდნენ და მითხრეს, რომ ჩინეთიდან ძალიან კარგი შეთავაზება აქვთ. შიდა წესის გამო კლუბი თანხას ვერ გადაიხდიდა. "რეალი" გუნდის კაპიტნის უფასოდ გაშვებას არ დაუშვებს. ეს სხვა ფეხბურთელებისთვის ძალიან ცუდი მაგალითი იქნება," - თქვა პერესმა. სერხიო რამოსი მადრიდულ გრანდში 2005 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში 33 წლის ესპანელმა 606 მატჩი ჩაატარა და 89 გოლი გაიტანა. რამოსს "რეალთან" ერთად 4-4 ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ტიტული აქვს მოპოვებული, ჯამში კი 20 თასს დაეუფლა.

სხვა სტატიები