Belive

პეტერ ჩეხის ეპოქა დასრულებულია!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" კიპერის, პეტერ ჩეხის კარიერა დასრულებულია! მან უკანასკნელი შეხვედრა უეფას ეგიდით ჩატარებული ევროპა ლიგის ფინალში, ყოფილი კლუბის ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გამართა, რომელშიც "არსენალი" ანგარიშით - 4:1 დამარცხდა. ლეგენდარული 37 წლის მეკარე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის შემდეგ ლონდონის "ჩელსის" სპორტული დირექტორის პოზიციას დაიკავებს, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, პეტერ ჩეხმა კარიერის განმავლობაში 851 შეხვედრა ჩაატარა, 367 მათგანში კი საკუთარი კარი მშრალად შეინახა. მისი ტიტულებია: 5 FA თასი, 4 პრემიერ ლიგა, 4 ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი, 2 ინგლისის ლიგის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპა ლიგა.  

სხვა სტატიები