Belive

პეტიცია | 270,000 ფანი საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩის განმეორებით ჩატარებას ითხოვს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

EURO 2020-ის პლეი-ოფის დრამატული შეხვედრა, რომელშიც საფრანგეთი შვეიცარიას დაუპირისპირდა, ფრანგების მარცხით დასრულდა. შეხვედრის ძირითადი დროისა და დამატებითი დროის ფრედ (3:3) დასრულების შემდეგ, პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც შვეიცარიამ გაიმარჯვა. დაახლოებით 270,000 ფანი ხელს წერს პეტიციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩი განმეორებით უნდა ჩატარდეს. ფანების მტკიცებით, EURO 2020-ის პლეი-ოფის შეხვედრაში დანიშნული პენალტების სერია წესების დარღვევით წარიმართა. კიპერმა - იან სომერმა, კილიან მბაპეს დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია და შვეიცარიას 1/4-ფინალის საგზური გაუნაღდა. ფანები მიიჩნევენ, რომ სომერმა წესი დაარღვია და ხაზი გადაკვეთა.


Untitled

არაერთმა საფეხბურთო მიმომხილველმა ეპიზოდი გაარჩია და აღნიშნა, რომ იან სომერმა მბაპეს პენალტი წესების დაცვით მოიგერია და მასში დარღვევა არ ფიქსირდება. მიუხედავად ფაქტისა, რომ იან სომერის მარჯვენა ფეხი კარის ხაზიდან დაახლოებით 1.5 მეტრითაა დაშორებული, მბაპეს დარტყმის მომენტში სომერის საყრდენი (მარცხენა) ფეხი კარის ხაზზეა დაფიქსირებული.

სხვა სტატიები