Belive

ფაბიან რუისი სამშობლოში? - ნაპოლის ფეხბურთელს ესპანური გრანდი ეპატიჟება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნაპოლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი ზამთარში შესაძლოა მშობლიურ ესპანეთში დაბრუნდეს. Marca-ზე დაყრდნობით, 23 წლის ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე იქნება. ნეაპოლური კლუბი ესპანეთის ნაკრების წევრს 45 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს, თანაც რუისით "ბარსელონა" და "იუვენტუსიც" ინტერესდებიან. იტალიაში აღნიშნავენ, რომ ტრანსფერის ალბათობა დაბალია, ვინაიდან გასულ ზაფხულში ხამეს როდირიგესის კარლო ანჩელოტის გუნდში გადასვლა ვერ მოხერხდა. რუისი "ბეტისის" აღზრდილია. ის ანდალუსიურ კლუბში 2014-18 წლებში გამოდიოდა, მერე კი 30 მილიონ ევროდ "ნაპოლის" საკუთრება გახდა.  

სხვა სტატიები