Belive

ფაბიან ვარგასმა გაიხსენა მესის ღირსეული საქციელი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფაბიან ვარგასი კოლუმბიელი ფეხბურთელია, რომელიც 2010 წელს "ალმერიას" ღირსებას იცავდა. იმ ხანად "ალმერია" "ბარსელონას" უპირისპირდებოდა. ასევე 2010 წელს კოლოუმბიაში წყალდიდობა მოხდა, რომელმაც უამრავი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ვარგასის თანაგუნდელებმა, ფაბიანს უთხრეს, რომ მატჩის შემდეგ მესისთვის მაისური გამოერთმია, აუქციონზე გაეყიდა და გაყიდული თანხით ქვეყანაში მოსახლეობას დახმარებოდა. კოლუმბიელ ფეხბურთელს ეს იდეა მოეწონა და მატჩის დაწყებამდე არგენტინელ სუპერვარსკვლავს ეს საკითხი გააცნო. მესი დათანხმდა და დაპირდა რომ ამას გააკეთებდა. "ალმერიამ" ხსენებული მატჩი 8:0 წააგო.  თამაშის დასრულების შემდეგ ვარგასი ძალიან გაბრაზდა და საერთოდ დაავიწყდა რა თხოვა მესის. ფაბიანი განრისხებული წავიდა გასახდელისკენ. "როდესაც გასახდელში შევედი ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ცოტა ხნის შემდეგ თანაგუნდელმა მითხრა, რომ გასახდელთან ვიღაც იყო და ჩემი ნახვა უნდოდა. გავედი, გარეთ ლიონელი დამხვდა, ხელში პატარა ჩანთით. მესიმ მითხრა, რომ არ დავიწყებია ჩემი თხოვნა. ძალიან გამიხარდა არგენტინელის ეს ყურადღება. გასახდელში, რომ დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ ლიონელმა თავისი მაისური მაჩუქა, მაგრამ, როდესაც ჩანთა გავხსენი გავოცდი. იქ იყო მესის, ხავის, ინიესტას, დანი ალვეშის, პიკეს და პუიოლის მაისური. არგენტინელის საქციელით აღფრთოვანებული დავრჩი. მე ეს არასოდეს დამავიწყდება." - განაცხადა ვარგასმა

სხვა სტატიები