Belive

ფაბიო კანავარომ შესაძლოა ლა ლიგის გუნდი ჩაიბაროს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ, შესაძლოა, "ესპანიოლი" ჩაიბაროს. ფაბრიციო რომანოს თანახმად, ბარსელონელები გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელის, ვისენტე მორენოს შემცვლელად სწორედ კანავაროს კანდიდატურას განიხილავს. "ესპანიოლის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ესპანიოლს" სეზონის დასრულებამდე B გუნდის სპეციალისტი, ლუის ბლანკო მოამზადებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანავაროს კანდიდატურა კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, დომინგო კატოირამ დააყენა. კანავაროს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ჩინეთის ნაკრებში, "გუანჯოუ ევერგრანდში", "ტიანჯინ კუანჯიანსა" და "ალ ნასრში" უმუშავია.

სხვა სტატიები