Belive

ფაბიო კაპელომ რობერტო კარლოსის ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მადრიდის რეალისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, რობერტო კარლოსის მადრიდში ტრანსფერის დეტალები გაიხსენა. "1996 წელს "რეალის" ხელმძღვანელობა შემომთავაზეს და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მადრიდში ჩასვლიდან მეორე დღეს, მე საფეხბურთო აგენტმა, ჯოვანი ბრანკინიმ დამირეკა და მითხრა: "ფაბიო, ინტერი რობერტო კარლოსს ყიდის!" სიმართლე გითხრათ, თავიდან არც დავუჯერე დავუთხარი, რომ იმ დღესვე გამოეგზავნათ ფაქსი, სადაც სატრანსფერო ფასი და სხვა დეტალები იქნებოდა მითითებული. ზუსტად 3 საათში ფაქსი მომივიდა, სადაც შეთანხმების დეტალები იყო გაწერილი - მაშინვე ლორენსო სანსს ("რეალის" პრეზიდენტი) დავურეკე და ვუთხარი: ყველა საქმე გადადე, პირველივე რეისით მილანში გაფრინდი და კარლოსთან კონტრაქტი გააფორმე. პრეზიდენტი მილანში დილის 8 საათზე გაფრინდა და 11:00-ზე რობერტო კარლოსი უკვე "რეალის" ფეხბურთელი იყო. ასე სწრაფად ფეხბურთელი არასოდეს შემიძენია და კარლოსმა ცხადია, ყველა იმედი გაამართლა," აღნიშნა ფაბიო კაპელომ. შეგახსენებთ, რომ დღეს რობერტო კარლოსი იუბილარია - ლეგენდარულ ბრაზილიელს 46 წელი შეუსრულდა.

ასევე იხილეთ: რობერტო კარლოსის ისტორია – როგორ ჩამოყალიბდა კარლოსი მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველად

სხვა სტატიები