Belive

ფაბიო კაპელომ რონალდუ გააკრიტიკა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს უკანასკნელ ტურში ტურინის "იუვენტუსი" "მილანს" დაუპირისპირდა და პაულო დიბალას ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. მატჩის 55-ე წუთზე დიბალამ სწორედ კრიშტიანო რონალდუ შეცვალა , რასაც პორტუგალიელის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით იტალიისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ კომენტარი გააკეთა. "პირდაპირ გეტყვით, კრიშტიანუს საქციელი არ მომეწონა. მთელი მატჩის განმავლობაში პორტუგალიელი არაფერს აკეთებდა და ეს ცვლილება სრულიად დამსახურებული იყო. ნათლად გამოჩნდა რომ სარი მართალი იყო, რადგან მისმა გაკეთებულმა შეცვლამ შედეგი გამოიღო. რონალდუ თუ კი ვინმეზე უნდა იყოს გაბრაზებული , მხოლოდ თავის თავზე. სამი წელია მას კაცი არ მოუტყუებია , რაც ინდივიდუალურ სტატისტიკაზეც აისახა. მისი საქციელი კი თანაგუნდელების და მწვრთნელის უპატივცემულობა იყო."

სხვა სტატიები