Belive

ფაბიო კუალიარეალას დაუჯერებელი სპრინტი | 38 წლის ასაკში დაფიქსირებული 35კმ/სთ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბიო კუალიარელა იტალიის სერია A-ში, "სამპდორიას" რიგებში თამაშობს, სადაც სავარაუდოდ კარიერის უკანასკნელ წლებს ატარებს. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში კუალიარელამ მისი ასაკი მხოლოდ ციფრებად აქცია - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი 38 წლისაა, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, საოცარი სპრინტი შეასრულა, რომლის სიჩქარემაც საათში 35.07 კილომეტრი შეადგინა.



ფაბიომ მისი კარიერა სრულად იტალიურ კლუბებში გაატარა, არცერთი სხვა, უცხო ქვეყნის კლუბში მას არ უთამაშია. 38 წლის თავდამსხმელმა სამპდორიას რიგებში 236 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 100 ბურთის გატანა და 23 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.