Belive

ფაბრეგასი ლიგა 1-ში ითამაშებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ კლუბებში ჩატარებული 504 მატჩის შემდეგ სესკ ფაბრეგასი კარიერას ფრანგულ "მონაკოში" გააგრძელებს.  ესპანელმა ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. სესკმა "ჩელსიში" ბოლო მატჩი "ნოტინგემთან" ითამაშა. მაურისიო სარი ბოლო დროს ფაბრეგასს ჟორჟინიოს ამჯობინებდა, შედეგად სესკი დიდ დროს ატარებდა სათადარიგო სკამზე. "თითქოს ახლახანს იყო ჩემი კარიერის დასაწყისი, არადა 15 წელი გავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეტყვი რომ მიუხედავად ჩავარდნებისა, კრიტიკისა და დატვირთვებისა, თითოეული მომენტით ისიამოვნონ, რადგან წლები უცებ გაირბენს" - განაცხადა სესკმა. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ფაბრეგასი ინგლისის ან ესპანეთის ჩემპიონატში არ ითამაშებს, შეგახსენებთ რომ სესკი "არსენალის" და "ჩელსის' გარდა "ბარსელონას" ღირსებასაც იცავდა.

სხვა სტატიები