Belive

ფაბრეგასი: "მაურისიო სარი ძალიან ჯიუტია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, ყოფილ მწვრთნელთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. "სარი ძალიან ჯიუტი ადამიანია. მას აქვს გარკვეული იდეები, რომელსაც ვერაფრით შეაცვლევინებ. სარის სურს, რომ მისმა გუნდმა გარკვეული სტილის ფეხბურთი ითამაშოს და არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ეტყვი, ურჩევ ან სთხოვ - იგი საკუთარ ხედვას მაინც არ შეიცვლის," აღნიშნა ფაბრეგასმა. ფაბრეგასმა "ჩელსიში" 5 წელი გაატარა და ლონდონი სწორედ მაურისიო სარის მმართველობის დროს დატოვა. ესპანელს "ჩელსიმ" კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა, ამის შემდეგ კი ფრანგულმა "მონაკომ" ფაბრეგასი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა.

ასევე იხილეთ: სარი: “დარჩენა მსურს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და არაფერს ცვლის

სხვა სტატიები