Belive

ფაბრეგასი: "მოურინიო მართლაც განსაკუთრებულია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელმა მსოფლიო ჩემპიონმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ჟოზე მოურინიო გაიხსენა და მასზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა. -"იმ დღეს, როდესაც მოურინიოს პირველად შევხვდი მან მითხრა, რომ ორი ფეხბურთელი სჭირდებოდა. ჟოზე აპირებდა დიეგო კოშტას ყიდვას. მან გუნდის სქემა და ტაქტიკა ფურცელზე დამიხატა და თქვა, რომ ეს გუნდი ტიტულებს მოიგებდა. ის მართლაც განსაკუთრებულია." შეგახსენებთ, რომ ზუსტად ფაბრეგასის და დიეგო კოშტას ტრანსფერის შემდეგ, "ჩელსიმ" მოურინიოს ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები