Belive

ფაბრეგასი: "ოზილს ლიდერის თვისებები არ აქვს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველმა, ახლა კი "მონაკოს" ფეხბურთელმა, სესკ ფაბრეგასმა, მესუთ ოზილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ესპანელის თქმით, ევროპა ლიგის ფინალში "ჩელსისთან" ანგარიშით 4:1 განადგურება დიდწილად ოზილის ცუდი თამაშის დამსახურებაა. "მადრიდის რეალში თამაშისას, ოზილს გვერდით უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავდა, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუ. მესუთს ლიდერის თვისებები არ აქვს და არ შეუძლია, გუნდს წინ გაუძღვეს, ამიტომაც მისი მოედანზე ყოფნა საერთოდ არ შეინიშნებოდა," აღნიშნა ფაბრეგასმა.

ასევე იხილეთ: ჩელსი 4:1 არსენალი (ვიდეო)

 

სხვა სტატიები