Belive

ფაბრეგასის 95 წლის ბებია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მინაკოს" ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის დიდ ბებიას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ესპანელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, რომ 95 წლის ქალბატონმა დაავადება დაამარცხა.
"ოთხშაბათს ტესტმა მასზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. ჩემი დიდი ბებია გმირია, მაგრამ ექიმების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩემი დიდი პატივისცემა მათ, ვინც ხალხს დღე-ღამის განმავლობაში ეხმარებიან. დიდი მადლობა თქვენ!" - წერს ფაბრეგასი სოციალურ ქსელში.
 

სხვა სტატიები