Belive

ფაბრის მუამბამ გულშემატკივრებს შეუპოვრობის მაგალითი უჩვენა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის", "ბირმინგემისა" და "ბოლტონის" ყოფილმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად მორიგი ნაბიჯი გადადგა. სამწვრთნელო კურსის წარმატებით დასასრულებლად, ფაბრის მუამბა, ინგლისის პირველი ლიგის ბინადარი, "როჩდეილის" 16-წლამდელთა გუნდში მოღვაწეობს. ფაბრის მუამბას გარშემო განვითარებული მოვლენები, გულშემატკივრებისათვის და სპორტსმენთათვის შეუპოვრობისა და ბრძოლის სინონიმად იქცა. 2012 წელს, ინგლისის ასოციაციის თასის ეგიდით გამართული მატჩის დროს, მუამბას მოედანზე გულის შეტევა დაემართა. ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, 24 წლის ფაბრის მუამბა იძულებული გახდა პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას გამომშვიდობებოდა, თუმცა ფეხბურთთან სამუდამო დამშვიდობებაზე, მუამბამ უარი განაცხადა. სამწვრთნელო კარიერის პირველი ნაბიჯები მუამბამ 2015 წელს გადადგა, როდესაც "ლივერპულის" აკადემიაში, მწვრთნელის რანგში სესიები გამართა. 30 წლის მუამბა, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, "როჩდეილის" 16-წლამდელთა გუნდს წვრთნის და აღნიშნავს, რომ მომავალისათვის საკმაოდ დიდ გამოცდილებს იღებს.

სხვა სტატიები