Belive

ფაბრიციო მიკოლის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ტურინის "იუვენტუსის," "ფიორენტინასა" და "პალერმოს" ყოფილ ფეხბურთელს, ფაბრიციო მიკოლის, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 40 წლის მიკოლის იტალიურ მაფიასთან კავშირი ედება ბრალად. მიკოლის აღნიშნული ვადით პატიმრობა ჯერ კიდევ 2017 წელს მიესაჯა, თუმცა იტალიის სააპელაციო სასამართლომ საბოლოო განაჩენი მიმდინარე კვირაში გამოაცხადა.

რა ედება ბრალად მიკოლის?

კარიერის უდიდესი ნაწილი ფაბრიციო მიკოლიმ "პალერმოში" გაატარა, სადაც იგი 2007-2013 წლებში თამაშობდა. პალერმო სიცილიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და სწორედ აქ გაიცნო მიკოლიმ მაურო ლაურიჩელი - მაუროს მამა, ნინო ლაურიჩელი, სიცილიური მაფიოზური კლანის, "კოზა ნოსტრას" ხელმძღვანელია. სასამართლოში ფაბრიციო მიკოლისა და მაურო ლაურიჩელის ფოტოები მრავლად მოიპოვება და მასთან ნაცნობობა იტალიელ ფეხბურთელს სასამართლოში არც უარყვია.
D_KXkO6UwAA0B_0

2011 წელს, მიკოლიმ მაურო ლაურიჩელის თავისი მეგობრის, "პალერმოს" ფიზიოთერაპევტის, ჯორჯო გასპარინის დასახმარებლად მიმართა. როგორც ირკვევა, გასპარინისთვის ბიზნესმენ ანდრეა გრაფანიანის 12,000 ევრო უნდა დაებრუნებინა. კრიმინალების ჩარევის შედეგად, ბიზნესმენს 20,000 ევრო გამოართვეს, საიდანაც 12,000 ფიზიოთერაპევტს დაუბრუნეს, ხოლო 8,000 ევრო კი, საქმის მოგვარებისთვის, მაფიოზებმა დაიტოვეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბიზნესმენისგან თანხის გამოსართმევად გამოყენებული მეთოდები სასტიკი იყო.

რა როლი ითამაშა მიკოლის ბრალდებაში სატელეფონო ჩანაწერმა

მიკოლის ადვოკატების მტკიცებით, იტალიის პროკურატურამ ფეხბურთელზე განსაკუთრებული ყურადღება მხოლოდ იმის გამო გაამახვილა, რომ მან მაურო ლაურიჩელისთან სატელეფონო საუბრისას შემდეგი ფრაზა თქვა: "ფალკონე ნაგავი იყო!" ჯოვანე ფალკონე იყო ადამიანი, რომელიც "კოზა ნოსტრას" 80-იან წლებში აქტიურად ებრძოდა. სწორედ მან დაარწმუნა რამდენიმე იტალიელი მაფიოზი, დაერღვიათ ორგანიზაციის კოდექსი და ეთანამშრომლათ გამოძიებასთან. ერთ-ერთი გამოძიების შედეგად და ფაბრიციო ფალკონეს დახმარებით, იტალიურმა პოლიციამ 360 კრიმინალი დააკავა. იტალიური მაფიის დაკვეთით, ფალკონე 1992 წელს მოკლეს: იგი საკუთარ ავტომობილში მეუღლესთან და 3 პირად მცველთან ერთად ააფეთქეს. ფალკონეს მისამართით ასეთი სიტყვებით საუბარი სკანდალურად შეფასდა. მითუმეტეს, მიკოლიმ ფალკონეს "ნაგავი" იტალიური მაფიის ხელმძღვანელის შვილთან საუბრისას უწოდა. სასამართლოზე მიკოლიმ გამოთქვა სურვილი, ბოდიში მოეხადა მარია ფალკონესთვის (ფაბრიციოს და), თუმცა მან "პალერმოს" ბომბარდირთან საუბარი არ ისურვა. მიკოლის თქმით, სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებიდან 6 წელი იყო გასული და ამ პერიოდში, მას საკუთარი სინდისი მოსვენებას არ აძლევდა.  

სხვა სტატიები